შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებზე დაკვირვების მიზნით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში 18 ივლისს ჩამოვლენ.
ამის შესახებ IRI-ს თბილისის ოფისის დირექტორმა ანდრეა კირბსმა დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში IRI-ს ეყოლება, როგორც გრძლევადიანი ისე მოკლევადიანი დამკვირვებლები.
„გრძელვადიანი დამკვირვებლები 18 ივლისს ჩამოვლენ და 21 ივლისს რეგიონებში - სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში, იმერეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში გადანაწილდებიან,. ისინი მოსამზადებელ სამუშაობს ჩაატარებენ, რის შემდეგაც ველოდებით მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლას“ - აღნიშნა კირბსმა.
მისივე თქმით, საქართველოში მოკლევადიანი დამკვირვებლები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, სავარაუდოდ, 24 სექტემბერს ჩამოვლენ. ისინი არჩევნების ჩატარების პროცესს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დააკვირდებიან.

















