logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ჯალაღანიამ წყნარი ოკეანეთის ალიანსის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების მეორე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
დავით ჯალაღანიამ წყნარი ოკეანეთის ალიანსის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების მეორე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა
12:13 30.06.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ხელმძღვანელობს, მონაწილეობს წყნარი ოკეანეთის ალიანსის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების მეორე მინისტერიალში, რომელიც წყნარი ოკეანეთის ალიანსის მე-12 სამიტის ფარგლებში იმართება კოლუმბიის რესპუბლიკის ქ. კალიში. საქართველოს დელეგაციის შემადგელობაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გვარამ ხანდამიშვილი და კოლუმბიაში საქართველოს საელჩოს (რეზიდენციით ქ. ბარაზილია) მრჩეველი გიორგი სირბილაძე.

მინისტერიალის ფარგლებში, 29 ივნისს, მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა გაერთიანების წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებს. თავის გამოსვლაში, დავით ჯალაღანიამ ხაზი გაუსვა ლათინური ამერიკის რეგიონთან პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების წარმატებულ პროცესს. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ეკონომიკური განვითრების ლიბერალური მოდელის წარმატების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და რეგიონული სავაჭრო ბლოკები, ასევე პარტნიორ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების ეფექტური ფუნქციონირება. სიტყვით გამოსვლისას, დავით ჯალაღანიამ ისაუბრა უკეთესი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე. ამასთან, მინისტრის მოადგილემ მზადყოფნა გამოხატა საქართველოს მიერ ლათინური ამერიკის რეგიონის ქვეყნებისათვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების თაობაზე.

მინისტერიალის ფარგლებში, დავით ჯალაღანიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ჰონდურასის, პანამისა და მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებთან, ასევე საშუალება მიეცა ხანმოკლე შეხვედრა გაემართა ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, როდოლფო ნინ ნოვოასთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშორმლობის საკითხები, ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგისა და პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის მნიშვნელობას, სხვადასხვა სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების პერსპექტივებსა და რეგიონულ გაერთიანებებსა და ფორმატებში ჩართულობას. დავით ჯალაღანიამ კოლეგებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოსთვის პრიორიტეტული რეზოლუციების და კანდიდატურების მხარდაჭერისთვის.

რეგიონის ქვეყნების დიპლომატები მიესალმნენ საქართველოს ჩართულობას ლათინურ ამერიკაში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში და გამოთქვეს პრიორიტეტული მიმართულებებით შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა