logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ მახარობლიშვილმა ვიშეგრადის ოთხეულის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა გამართა
ვახტანგ მახარობლიშვილმა ვიშეგრადის ოთხეულის საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა გამართა
10:35 30.06.2017
ვიშეგრადის ჯგუფის პოლონეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს სამუშაო ვიზიტით ვიშეგრადის ოთხეულის (პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი) საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორები ეწვივნენ.
გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ვახტანგ მახარობლიშვილთან, სადაც მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფს შორის როგორც ორმხრივ, ისე ვიშეგრადის ჯგუფის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ფორმატში არსებული ურთიერთობები. ხაზგასმით აღინიშნა ამ ვიზიტის, როგორც ვიშეგრადის ჯგუფის საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ყურადღება გამახვილდა ჯგუფის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატში საქართველოსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობაზე და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების მხარდაჭერის საკითხზე. მხარეების მიერ აღინიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება და სავიზო ლიბერალიზაცია ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებია, თუმცა, ეს არ არის საბოლოო ნაბიჯი და საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში სრული ინტეგრაციის მიღწევის მიზნით. ამ კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შემდგომ ნაბიჯებზე, რაც გულისხმობს ევროკავშირთან შემდგომ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებას, სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას, ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებთან და პროგრამებთან დაახლოებასა და ჩართულობას, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას. ვახტანგ მახარობლიშვილმა პოლიტიკურ დირექტორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ა.წ. 24 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ სამიტის მოლოდინების თაობაზე; ხაზი გაესვა ვიშეგრადის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ, ვიშეგრადის ჯგუფის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მინისტერიალისას გაკეთებული ერთობლივ განცხადებას, რომელშიც მკაფიოდ დაფიქსირდა დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის პარტნიორებისათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მხარდაჭერა. პოლიტიკური დირექტორების მხრიდან აღინიშნა, რომ გატარებული წარმატებული რეფორმების კუთხით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოწინავე ქვეყანაა და ის სრულად იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას. შესაბამისად, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნები აქტიურად გააგრძელებენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის პოლიტიკურ მხარდაჭერას.
ვახტანგ მახარობლიშვილმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკიდან მომდინარე საფრთხეებზე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, მცოცავ ანექსიაზე და რეგიონების მილიტარიზაციის პროცესზე. მისი თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს მთავრობას გააჩნია პრაგმატული პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის მიმართ და საქართველოს მთავრობის მიზანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. ხაზი გაუსვა ევროკავშირის უფრო მეტი ჩართულობის აუცილებლობაზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საერთაშორისო თანამეგობრობის რუსეთთან დიალოგის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მუდმივად ყოფნის მნიშვნელობაზე. საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტზე მსჯელობისას, მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება. აღინიშნა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
პირველი სესიის დასასრულს, ვახტანგ მახარობლიშვილმა დადებითად შეაფასა ვიშეგრადის ჯგუფის პოლონეთის თავმჯდომარეობისას განხორციელებული აქტივობები და წარმატება უსურვა უნგრეთს, როგორც ჯგუფის მომავალ თავმჯდომარექვეყანას.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, გაიმართა მეორე სესია პოლიტიკურ დირექტორებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორებს შორის, რომლის ფარგლებშიც, მხარეებმა განიხილეს საქართველოს სამეზობლოშიარსებული ვითარება და გაცვალეს ხედვები საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ასევე, გაიცვალა მოსაზრებები ახლო აღმოსავლეთში შექმნილ სიტუაციაზე და სირიის, კატარის, ირანისროლსა და მისწრაფებებზე არსებული ვითარების ფონზე.
დამატებით, მეორე სესიაზე დეტალურად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პრიორიტეტულ საკითხებზე, მათ შორის, ნატო-ს 2018 წლის სამიტისმიმართ ქართული მხარის მოლოდინებზე.
შეხვედრის დასასრულს, პოლიტიკურმა დირექტორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათი ქვეყნები გააგრძელებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა