logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ეუთო-ს უსაფრთხოების კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა
ეუთო-ს უსაფრთხოების კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სიტყვით გამოვიდა
17:42 29.06.2017
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მიმდინარე უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის (ASRC) ფარგლებში, კონფლიქტის მოგვარების თემაზე გამართულ სამუშაო სესიაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს.

საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავის გამოსვლაში მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და მის ბოლო განვითარებებზე. მან კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. "ხელშეკრულებების" ხელმოწერასა და იმპლემენტაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზთან გამშვები პუნქტების შემცირებაზე.

ქართველმა დიპლომატმა დაგმო საოკუპაციო რეჟიმის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის გამოძიების შეწყვეტის ფაქტი.

დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ოკუპანტის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ყოფს ადგილობრივ მოსახლეობას და ზღუდავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულიმხარის წარმომადგენლის გამოსვლაში დაფიქსირდა, რომ ამ ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში და საფრთხეს უქმნის ევროპულ უსაფრთხოებას. რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების მიუხედავად, ქართული მხარე განაგრძობს კონსტრუქციულ ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. ქართულმა მხარემ თავის გამოსვლაში მოუწოდა რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემის და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ.
საქართველოს პოზიციის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, ევროკავშირის (მიუერთდა იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცუგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, უკრაინა, მოლდოვა) უკრაინის და თურქეთის დელეგაციებმა.
გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა