logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი  მიმდინარეობს
ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი მიმდინარეობს
17:19 29.06.2017
ბათუმში დღეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი გაიხსნა. კონგრესს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. ღონისძიება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ გახსნა. კონგრესის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში.
ზურაბ პატარაძემ, როგორც მასპინძელი რეგიონის ხელმძღვანელმა, ევროპელ სტუმრებს ქალაქ ბათუმის ისტორიული წარსულისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ბათუმი საქართველოს არა მხოლოდ საკონსტიტუციო დედაქალაქია, არამედ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ევროპული წარსულის მქონე ბათუმი თანამედროვე საქართველოს საუკეთესო სახეა.
,,ისტორიულად საქართველოსთვის ბათუმი ყოველთვის გამორჩეული ქალაქი იყო. პორტოფრანკოდ გამოცხადებამ ბათუმი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში სწრაფადმზარდ ევროპული ტიპის ქალაქად აქცია და შავიზღვისპირეთის მნიშვნელოვანი ნავსადგური გახდა. მას ურთიერთობაჰქონდა 42 ქვეყნის 100-ზე მეტ საპორტო ქალაქთან. პორტო-ფრანკოდ წოდებულ პერიოდში ბათუმის პორტმა მიიზიდა ისეთი ცობილი ნავთობმრეწველი ინვესტორები, როგორებიც იყვნენ ლუდვიგ ნობელი, ალექსანდრე მანთაშევი, როტშილდების ოჯახი. ძმებმა ნობელებმა პირველებმაგაიტანეს ნავთობი ბათუმიდან ევროპის მიმართულებით.
დღემდე, ჩვენი ქალაქის წარმატება - ინვესტიციების მოზიდვა, სატრანზიტო დერეფნად ქცევა, ტურისტული სექტორის განვითარება თუ სხვა ბევრი წინსვლა, მის ზღვისპირა მდებარეობას, სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მიმზიდველობას უკავშირდება. ბათუმი, როგორც ერთგვარი საზღვაო დაკულტურული დედაქალაქის მნიშვნელობა წარსულშიც და დღევანდელობაშიც განუზომელია ჩვენი ქვეყნისთვის”-განაცხადა სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17კონგრესის ფარგლებში ბათუმს 40-ზე მეტი ევროპული ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს და რელევანტური ინსტიტუტის თავმჯდომარე და სხვა მაღალი რანგის დელეგატი სტუმრობს. კონგრესში მონაწილეობას ღებულობს საქართველოსსაკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და სასამართლოს წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველომ 2014 წელს, 3 წლის ვადით, ავსტრიის საკონსტიტუციო სასამართლოდან გადმოიბარა ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეობა და ამჟამად, ის ერთადერთი ევროკავშირის არაწევრი ქვეყანაა, რომელიც კონგრესის თავმჯდომარედ იქნაარჩეული.
ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესი, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების დაცვასა და გამოყენებაში საკონსტიტუციო სასამართლოების როლს ეხება, 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა