logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ვიზიტი შედგა
საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის ვიზიტი შედგა
14:50 29.06.2017
საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის ფარგლებში, 26-28 ივნისს საქართველოში იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრის, მოტომე ტაკისავას ვიზიტი გაიმართა.

იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე მინისტრს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უმასპინძლა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. მათ დადებითად შეაფასეს საქართველოს და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა. ყურადღება გამახვილდა იაპონიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაზრდის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული კმაყოფილება გამოითქვა, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების (Bilateral Investment Treaty - BIT) მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილებაზე, რაც დამატებით სტიმულს მისცემს იაპონურ კომპანიებს აქტიურად დაინტერესდნენ საქართველოს ხელსაყრელი ბიზნეს გარემოთი და საინვესტიციო პროექტებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ხაზი გაესვა, იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის რეგიონის განვითარებაში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ორ მეგობარ ერს შორის კავშირების განმტკიცების საკითხზე, რასაც ხელს შეუწყობს იაპონიის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გამარტივებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ საპარლამენტო ვიცე-მინისტრმა მადლობა გადაუხდა ქართულ მხარეს მასპინძლობისთვის და ვიზიტი უკიდურესად წარმატებულად შეაფასა.

ვიზიტის ფარგლებში მოტომე ტაკისავამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, ასევე ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო ჩქაროსნული მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის (15.2 კილომეტრიანი მონაკვეთი) გახსნის ღონისძიებაში. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში სრულად შევიდა ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის 56.5 კილომეტრიანი გზა. პროექტის ღირებულება 71 მილიონ ლარს და 22 მილიონ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) დაფინანსებით განხორციელდა.

მოტომე ტაკისავას საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 27 ივნისს, გაიმართა ქართველი პრიმა-ბალერინას, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის, ნინო ანანიშვილის დაჯილდოების ღონისძიება. ნინო ანანიაშვილს გადაეცა იაპონიის იმპერატორის ჯილდო - ლენტით დამშვენებული ამომავალი მზისა და ოქროს სხივების ორდენი, რომელიც მას ხანგრძლივი და მრავალფეროვანი მოღვაწეობით საქართველო-იაპონიის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში, ასევე იაპონიის საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადაეცა. საქართველოში იაპონიის ელჩის რეზიდენციაში შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ. სიტყვით გამოსვლებში ხაზი გაესვა ნინო ანანიშვილის მიერ, წლების განმავლობაში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილ ღვაწლს იაპონიასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა