ამერიკა საქართველოში ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც არჩევნებში მონაწილე ქალი კანდიდატების მხარდაჭერას ითვალისწინებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, აშშ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) კონსორციუმს 750 ათას აშშ დოლარს გამოუყოფს. ორგანიზაციები ქალი კანდიდატების შესაძლებლობების განვითარებაზე იმუშავებენ, რათა მათ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა მიიღონ და პოლიტიკური პროცესებისთვის უკეთ მოემზადონ.
„ობიექტური ფაქტია, რომ საქართველოში წარმომადგენლობით ორგანოებში, დაბალია ქალთა პროცენტული რაოდენობა, რაც არაერთხელ უთქვამს აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს“ - განაცხადა ბასმა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის ფარგლებში, ქალი კანდიდატებისთვის ტრენინგები და საინფორმაციო კამპანია ჩატარდება.

















