საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ გზა უნდა გააგრძელოს.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ ევროპულ და ევროატლანიტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ვერშბოუს თქმით, საქართველოს აქვს პროგრესი, როგორც ალიანსის პარტნიორს ისე როგორც ნატო-ს ოპერაციებში მნიშვნელოვან კონტრიბუტორს.
ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებლი იმისთვის, რომ საქართველომ ალიანსის წევრობის უფლება მოიპოვოს.
„ნატო მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რაც ჩიკაგოშიც აისახა. საქართველომ უნდა გააგრძელოს გზა ინტეგრაციისკენ და მე ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მის პერსპექტივებს“ - განაცხადა ვერშბოუმ და აღნიშნა, რომ ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლოებლად, საქართველომ რეფორმები უნდა გააგრძელოს როგორც თავდაცვის ისე პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით.

















