logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მფრინავ იოსებ ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით კონგოში საქართველოს ელჩმა, კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა
მფრინავ იოსებ ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით კონგოში საქართველოს ელჩმა, კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან შეხვედრები გამართა
21:08 27.06.2017
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი (რეზიდენციით ქ. პრეტორია) ბექა დვალი 2017 წლის 26-27 ივნისს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქის იოსებ ოსორაულის ირგვლივ შექმნილი ვითარების განხილვა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა გამართა შეხვედრები კონგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელობასთან, კონგოს შეიარაღებული ძალების მაღალი დონის წარმომადგენლებთან, კონგოში გაეროს სტაბილიზაციის მისიის (მონუსკოს) და კონგოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელობასთან.

ზემოაღნიშნული შეხვედრებისას, ყველა ხსენებული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ გრძელდება ყველა შესაძლო ძალისხმევა იოსებ ოსორაულთან დაკავშირებული ვითარების გასარკვევად.

პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კონგოში, მათ შორის, ჩრდილოეთ კივუს რეგიონში შექმნილ მძიმე უსაფრთხოების გარემოს, რაც ართულებს ხსენებული უწყებებისა და ორგანიზაციების მხრიდან საჭირო ნაბიჯების გადადგმის პროცესს. პარტნიორების მხრიდან, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ გაგრძელდება რეგულარული კომუნიკაცია ქართულ მხარესთან და ნებისმიერი სიახლე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს საელჩოს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

“ამ ვიზიტის და შეხვედრების ძირითადი თემა იყო ჩვენი თანამემამულის, თანამოქალაქის იოსებ ოსურაულის ირგვლივ შექმნილი ვითარება და იმ ინფორმაციის გადამოწმება, დაზუსტება, რაც უკავშირდება ჩვენი თანამოქალაქის ბედს. ყველა იმსუბიექტის მხრიდან, ვისაც ჩვენ შევხვდით, კონგოს სამოქალაქო დაწესებულება თუ სამხედრო ხელმძღვანელობა, ასევე მონუსკო - გაეროს მისია და წითელი ჯვარი, ყველა მხრიდან მივიღეთ იმის დაპირება, რომ გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა დაზუსტდეს ჩვენი თანამოქალაქის ბედი და გადამოწმდეს ის ინფორმაცია, რასაც ამ ეტაპზე ვფლობთ. თითოეული ამ სუბიექტის მხრიდან ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში ზოგადად, ჩრდილოეთ კივუს რეგიონში შექმნილი ვითარება გარკვეულწილად ართულებს, აფერხებს მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც ჩვენი მოქალაქის ბედის გარკვევას უკავშირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ შევთანხმდით, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, სამომავლოდაც, ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კავშირს და ნებისმიერი სიახლის თაობაზე კონგოს მხრიდან ეცნობება ქართულ მხარეს, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ბუნებრივია, ამ ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდის იოსებ ოსურაულის ოჯახს და საზოგადოებას საქართველოში“, -აღნიშნა საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა