"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ყაზბეგში, დარიალის ხეობაში მოსახლეობას შეხვდნენ და
მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში გასული საუკუნის 20-იან წლებში საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
მოძრაობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, სწორედ მოხევეები უმკლავდებოდნენ 28 თებერვლის ჩათვლით წითელ არმიას და მიუხედავად მარცხისა, ისინი მაინც გამარჯვებული გმირები არიან.
შეხვედრისას ადგილობრივმა მოსახლეობამ გაიხსენა წითელი არმიის წინააღმდეგ მოხევეების მხრიდან გამოჩენილი სიმამაცე.

















