logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
რუმინეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად მისალოცი წერილები გაცვალეს
რუმინეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილის აღსანიშნავად მისალოცი წერილები გაცვალეს
17:47 26.06.2017
საქართველოსა და რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მისალოცი წერილები გაცვალეს საქართველოსა და რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის წერილში რუმინელ კოლეგას მიულოცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე და აღნიშნა, რომ ძლიერი პოლიტიკური დიალოგი და მუდმივი მაღალი დონის კონტაქტები ხელს უწყობს საქართველოსა და რუმინეთს შორის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას. მიხეილ ჯანელიძე ასევე ხაზს უსვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიმდინარე წელს რუმინეთში განხორციელებულ ვიზიტს და აღნიშნავს, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიზიტის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და ძლიერი პოლიტიკური ნებით, ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებულიპარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გამყარდება, რაც წარმოშობს ახალ პერსპექტივებს და ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო თანამშრომლობას.

წერილში, მიხეილ ჯანელიძემ კოლეგას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თეოდორ მელეშკანუმ ასევე მიულოცა ქართველ კოლეგას ღირსშესანიშნავი თარიღი და აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ აქტიურად ვითარდება. წერილში საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაღრმავდა. იგი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუმინეთში განხორციელებულ ვიზიტს და აღნიშნავს, რომ ეს თავის მხრივ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა.

რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუმინეთი იქნება საქართველოს ძლიერი პარტნიორი და განაგრძობს ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზის მხარდაჭერას. „სტაბილური და უსაფრთხო საქართველოძალზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“,- - აღნიშნა თეოდორ მელეშკანუმ. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც რუმინეთის, ისე საქართველოს კეთილდღეობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა