საქართველოს გარშემო „ხელის ფათური“, განსაკუთრებით არჩევნებთან მიმართებაში, სულ უფრო მძაფრდება.
ამის შესახებ ბრუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არის იაფფასიანი მცდელობა იმისა, რომ ერთი ქვეყნიდან შემოსული ფულით ცხვრებივით იყიდონ ქართველი ხალხის ხმები, რაც ქართველების არჩევანის სრული უპატივცემულობაა.
„ეს უბრალოდ მიუღებელი კი არ არის, არამედ არაცივილიზებულია ყველანაირი კრიტერიუმებით, განსაკუთრებით ევროპის კრიტერიუმებით“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

















