logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
17:51 23.06.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად ვიზიტით ბელგრადს ეწვია.

მინისტრმა შეხვედრები გამართა სერბეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ალექსანდრ ვუჩიჩთან და მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ორივე მხარის მიერ დადასტურდა საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ურყევობა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, უახლოეს მომავალში დაიგეგმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათშორისი ხელშეკრულების ხელმოწერა.
აღინიშნა სურვილი, გააქტიურდეს საქართველო-სერბეთის პოლიტიკური დიალოგი, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები.
შეხვედრებზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და თბილისსა და ბელგრადს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების განხორციელების აუცილებლობას. ამ მხრივ აღინიშნა, ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის ორმხრივად გაუქმების შესახებ სერბული მხარის მიერ ინიცირებული შეთანხმების დროული ხელმოწერის აუცილებლობაც.

მხარეები შეთანხმდნენ, დაიწყონ მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის პირველ ოფიციალურ ვიზიტზე სერბეთში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სერბეთის ახლადდანიშნულ პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის წერილი.
სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრო სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის სახელით დელეგაციის ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სადილს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა