logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის საკითხზე დიალოგი არასერიოზულია
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის საკითხზე დიალოგი არასერიოზულია
17:35 23.06.2017
„პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით აღარ მინდა კომენტარის გაკეთება“,- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტის განცხადების შესახებ.
ირაკლი კობახიძეს მიაჩნია, რომ არასერიოზულია დიალოგზე საუბარი იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, ოთხი თვის განმავლობაში არ ჩაერთო.
„კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით აღარ მინდა კომენტარის გაკეთება. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არასერიოზულია იმ ადამიანის მხრიდან ასეთ რაღაცეებზე საუბარი, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში არ ჩაერთო კომისიის მუშაობაში. დიალოგზე კი არ იყო საუბარი, 73 კაცი იჯდა და მუშაობდა საკონსტიტუციო პროექტზე. ამის შემდეგ გაგრძელდა პროცესი, იყო უამრავი ფორმატი, სადაც განიხილებოდა კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები, დღესაც განიხილება. ვისაც უნდა, იმსჯელოს ქვეყნის ძირითად კანონზე, ყველას აქვს ამის საშუალება. ვისაც არ უნდა - მისი არჩევანია“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის თქმით მმართველი გუნდი საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის შესაბამისად მოქმედებს, ხოლო, რაც შეეხება დანარჩენი კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მათ შეუძლიათ საკუთარი გადაწყვეტილების თანახმად იმოქმედონ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის დღის წესრიგი პოზიტიურია და ის მოქმედი კონსტიტუციის საუკეთესო ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს.
„ ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი არის ის, რომ მახინჯი კონსტიტუცია უნდა გასწორდეს და ჩამოყალიბდეს სწორი სახით. ვისაც უნდა ხელი შეუშალოს ამ ყველაფერს, ეს მისი არჩევანია. ჩვენ, ბუნებრივია, ხელი ვერ შეგვეშლება ვერანაირი ფორმით. ჩვენ ხალხმა გამოგვიცხადა ნდობა, საკონსტიტუციო ნდობა 2016 წელს. გახსოვთ, რომ მთელი კამპანია იყო წარმართული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმისთვის, რომ ჩვენს პარტიას ვერ მიეღო საკონსტიტუციო ნდობა, თუმცა, ამომრჩეველმა მიიღო რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, რამაც შესაძლებელი გახადა დღევანდელი უმახინჯესი დოკუმენტის, ქვეყნის ძირითადი კანონის გასწორება და ჩამოყალიბება დემოკრატიული სახით და მისი შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ საუკეთესო ტრადიციებთან. ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც აბსოლუტურად რაციონალური არჩევანის საფუძველზე მოგვცა ქართველმა ხალხმა. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ეს ყველაფერი, ჩვენ მივდევთ ქართველი ხალხის ნებას განსხვავებით სხვა სუბიექტებისგან, რომლებისთვისაც ამ ნებას მაინცდამაინც დიდი დატვირთვა არ აქვს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილსაც, რომელმაც გუშინ გამართულ რიგგარეშე სხდომას „ქართული ოცნების“ ყრილობა უწოდა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს განცხადება შეურაცხმყოფელია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებებზე კომენტარს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა გააკეთებს.
„ ეს არის შეურაცხყოფა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ჩვენ არ გვაინტერესებს იმ ადამიანების გამონათქვამები, რომელთა მიზანია დესტრუქცია. ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ა.შ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეები, რომელსაც გუნდი ეწოდება, არიან მოხელეები. როგორ შეიძლება, მე კომენტარი გავაკეთო მოხელეების განცხადებებთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებებზე კომენტარს გააკეთებს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა. ეს არის ჩემი პოზიცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა