logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უელსში ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილმა კარდიფში შეხვედრები გამართა
უელსში ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილმა კარდიფში შეხვედრები გამართა
16:17 22.06.2017
დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა ქ. კარდიფში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა უელსის პირველ მინისტრთან, კარვინ ჯონსთან, უელსის ხელისუფლებისა და ეროვნული ასამბლეის წარმომადგენლებთან.

უელსის პირველ მინისტრთან შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უელსს შორის ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ელჩმა პირველი მინისტრი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, კარვინ ჯონსმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს 18 ნოემბერს უელსსა და საქართველოს შორის რაგბის მატჩის დღეს უელსში ქართული ღვინის დეგუსტაციის გამართვის შესაძლებლობა.

კარდიფში ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ასევე შეხვდა უელსის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს ენ ჯონსს და ასამბლეის საერთაშორისო ურთიერთობათა მენეჯერს ელ დევისს. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და უელსის პარლამენტებს შორის მემორანდუმის გაფორმების შესაძლებლობა. ენ ჯონსის განცხადებით უელსის ეროვნული ასამბლეა ცდილობს, გააფართოვოს საერთაშორისო კავშირები და სურვილი აქვთ, განიხილონ უელსის ეროვნული ასამბლეისა და საქართველოს პარლამენტის წევრებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატის შემუშავება.

უელსის განათლების საკითხებზე დეპარტამენტის დირექტორთან ჰიუ მორისთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს განათლების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, კერძოდ - უელსისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ახლო კავშირის დამყარებასა და გაცვლით პროგრამებზე.

შეხვედრები გაიმართა ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. ვაჭრობის საკითხებზე დეპარტამენტის დირექტორთან შეხვედრისას საქართველოს ელჩმა უელსის "სავაჭრო მისია" საქართველოში მოიწვია. შეხვედრა გაიმართა ასევე უელსის სავაჭრო პალატის დირექტორთან ჰეზერ მაიერსთან და ცალკეული კომპანიების წარმომადგენლებთან. ელჩმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობებზე და ქვეყნის წამყვან პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა კარდიფის მეტროპოლიტან უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. კარდიფის უნივერსიტეტი ქართულ უნივერსიტეტებთან ერასმუსისა და სხვა გაცვლითი პროგრამების მეშვეობით 2012 წლიდან თანამშრომლობს - კერძოდ, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის, აკაკი წერეთლის სახელობისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან. გარდა ამისა, უნივერსიტეტი გეგმავს წარმომადგენლობის გახსნას საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღნიშნული პროგრამების წარმატებასა და ახალი ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების შემუშავების შესაძლებლობას. პროფესორმა ლუფტმა უნივერსიტეტის პრიორიტეტებზე ისაუბრა და ქართულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ელჩი მიიწვიეს მეტროპოლიტან უნივერსიტეტის Ambassadorial Lecture Series ფარგლებში საქართველოს მიღწევების შესახებ ლექციის წასაკითხად.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა