logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანმა ეუთო-ს 2017 წლის აზიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
დავით ზალკალიანმა ეუთო-ს 2017 წლის აზიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
13:35 20.06.2017
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, გერმანული მხარის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს 2017 წლის აზიურ კონფერენციაში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ ბერლინში უმასპინძლა.

აღნიშნული კონფერენცია ეუთო-ს ტრადიციულ ფორმატს წარმოადგენს, რომელზეც ორგანიზაციის მონაწილე ქვეყნები აზიის რეგიონიდან პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ.
კონფერენციის მესამე სესიის ფარგლებში, დავით ზალკალიანმა, როგორც მთავარმა მომხსენებელმა, ისაუბრა მდგრადი განვითარების მიზნებზე, მათი იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე და ეუთო-ს შესაძლო როლზე აღნიშნულ პროცესში. მინისტრის პირველი მოადგილის მიერ დაფიქსირდა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაცია მოახდინა.
დავით ზალკალიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე, რომელიც ითვალისწინებს ეფექტური, პასუხისმგებლიანი და ინკლუზიური სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას და რომლის ფარგლებშიცსაქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მან მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული მიზნის იმპლემენტაციის პროცესში გადადგმული ნაბიჯების და აქტივობების შესახებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე.
კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის შეხვედრა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, ადელა რაცთან. შეხვედრაზემხარეებმა განიხილეს ეკონომიკური და ფინანსური თანამშრომლობის პერსპექტივები რეგიონალურ კონტექსტში და ხაზი გაუსვეს შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა