ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ცენტრალური საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ზაალ უდუმაშვილი, როგორც ჟურნალისტი,
მაყურებელს დაემშვიდობა.
უდუმაშვილი კენჭს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის მერის კანდიდატად იყრის.
მისი მიმართვა მაყურებლისადმი საკმაოდ ემოციური გამოდგა.
როგორც ჟურნალისტმა განაცხადა, მას ბრძოლის საკმაო გამოცდილება აქვს და ამჟამადაც გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

















