logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
სამხრეთ აფრიკის კეიპის ღვინის რეგიონსა და კახეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
22:25 19.06.2017
სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულის, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატისა და ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელშეწყობით, ორი ღონისძიება გაიმართა.

პროვინციის ქალაქ სტელენბოშში, შედგა კეიპის ღვინის რეგიონს და კახეთს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებული ღონისძიება. სამხრეთ აფრიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა კეიპის ღვინის რეგიონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა მერმა ჰელენა ვონ შლიხტმა, ხოლო საქართველოს მხრიდან - კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს სამხრეთ აფრიკასა და საქართველოს შორის აქტიურ კავშირებს და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობას ღვინის მწარმოებელ ამ ორ რეგიონს შორის, ასევე, წაახალისებს ხალხთა შორის კავშირებს და საქმიან ურთიერთობებს ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის.

ხელმოწერის ცერემონიის ღონისძიების ფარგლებში კეიპის ღვინის რეგიონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე დიალოგი გამართეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბექა დვალმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულმა დოქტორმა ჯერალდ ვოლმანმა და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ მარიუს ჰაინსმა.

გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, სამხრეთ აფრიკის დასავლეთ კეიპის პროვინციაში მოქმედ 200 წლიანი ისტორიის მქონე კეიპის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატასთან და კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულთან თანამშრომლობით, კეიპ ტაუნში უმასპინძლა სამხრეთ აფრიკა-საქართველოს ბიზნეს სემინარს.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კეიპის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელმა დირექტორმა სიდ პეიმერმა და კეიპ ტაუნში საქართველოს საპატიო კონსულმა ჯერალდ ვოლმანმა.

ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა საქართველოს ელჩი, რომელმაც ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს მზარდ კავშირებზე.

საქართველოს ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ დეტალური მოხსენებით, სტუმრების წინაშე წარსდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ალექსანდრე ხვთისიაშვილი.

სამხრეთ აფრიკელმა ბიზნესმენმა კუნ დე ბირმა, დამსწრეთა წინაშე გამოსვლისას, პირადი გამოცდილების საფუძველზე, ისაუბრა საქართველოში ბიზნესის წარმოების და ინვესტირების სარგებელსა და პერსპექტივებზე.

სემინარის მოდერატორმა, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ მარიუს ჰაინსმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის პალატის ხელშეწყობით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, არსებულ სავაჭრო-საინვესტიციო შესაძლებლობებზე.

სემინარზე, ასევე, მოხსენებით წარსდგა ახალგაზრდა ქართველი სტუდენტი ლიკა ტორიკაშვილი, რომელმაც დამსწრეთ მიაწოდა ინფორმაცია მის მიერ ინიცირებულ გლობალურ ახალგაზრდულ მოძრაობაზე “გააფერადე სამყარო”. აღსანიშნავია, რომ ამ მოძრაობამ დღეისათვის მოიცვა ევროპის, აზიის, აფრიკის და სხვა რეგიონების არაერთი ქვეყანა.

სემინარის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ელჩის სახელით, გაიმართა მიღება, რომელზეც სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა