შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის
მტკიცე მხარდაჭერა გრძელდება.
აშშ-ის სენატმა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით (97 მომხრე, 2-ისწინააღმდეგ) მიიღო კანონპროექტი რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შემოღების თაობაზე, რომელიც წარმოადგენს ირანთან მიმართებაში დაწესებული ყოვლისმომცველი სანქციების ნაწილს და ასახავს რუსეთის აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ კონტრზომებს. კანონპროექტი მიზნად ისახავს:
ა) რუსეთის მიმართ არსებული სანქციების რეჟიმის ბაზის განვრცობას;
ბ) რუსეთის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესების ხელშეწყობას;
გ) ზრდის აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის შესაძლებლობებს, აქტიური მონიტორინგი გაუწიოს კანონით აკრძალულ ფინანსურ მიმოქცევას, მათ შორის, რუსეთთან დაკავშირებულ მსგავს (ფინანსურ) აქტივობებს.
კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრივალდებულებების უგულებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და მოუწოდებს აგრესიის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და ნაკისრივალდებულებების შესრულებისაკენ.
კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ასევე, მათ შორის, საქართველოსა დაუკრაინაში განხორციელებული და მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.
ცნობისათვის, დღემდე, აშშ-ს დაწესებული ჰქონდა სანქციები რუსეთზე მის მიერ ყირიმის ანექსიასთან და უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით. კანონპროექტი კანონის ძალით ამყარებსრუსეთის წინააღმდეგ უკვე დაწესებულ, არსებულ სანქციებს და გულისხმობს ახალი სანქციების შემოღებას რუსული ბიზნესისა და რუსი მაღალჩინოსნების, ასევე, იმ იურიდიული, თუ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიცაშშ-ის წინააღმდეგ ახორციელებენ დესტრუქციულ კიბერ-აქტოვობებს. კანონპროექტი ასევე აწესებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც ახორციელებს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებს. სანქციები აგრეთვე შეეხება იმპირებს, რომლებიც ჩართულნი არიან სახელმწიფო საკუთრების კორუმპირებული გზით პრივატიზებაში, ამასთან, ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც განაგრძობენ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობისთვისშეიარაღების მიწოდებას, ან აწარმოებენ ბიზნეს საქმიანობას რუსეთის სადაზვერვო და თავდაცვის სექტორებთან თანამშრომლობით. კანონპროექტი აწესებს ახალ სანქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად დარგებზე, მათშორის, სამთო-მომპოვებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, მეტალურგიულ, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სექტორებზე. კანონპროექტი გამოხატავს მნიშვნელოვან მხარდაჭერას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და დეზინფორმაციის აღკვეთის მიმართულებით - იქ, სადაც მაღალია რუსეთის აგრესიისა და ჩარევისადმი მოწყვლადობის დონე.
ახალ სანქციებს მიენიჭება სავალდებულო კანონის ძალა წარმომადგენელთა პალატის მიერ მისი დამტკიცებისა და პრეზიდენტის მხრიდან ხელმოწერის შემდეგ. თუკი დღემდე არსებული სანქციების შემოღება ხდებოდააღმასრულებელი ბრძანებით (საპრეზიდენტო დეკრეტით/executive order), აღნიშნული კანონის შემოღების შემთხვევაში მისი გაუქმება უკვე აშშ-ის კონგრესის უშუალო თანხმობას მოითხოვს.

















