„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ, ლევან ვეფხვაძემ და მაგდა ანიკაშვილმა დღეს პარტიის სათაო ოფისში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.
როგორც „ნიუსპრესს“ ქდმ-დან აცნობეს, შეხვედრაზე მოძრაობის ლიდერებმა მოსახლეობას საგადასახადო სისტემის საკუთარი ხედვა გააცნეს, რომლის ინიცირება „ქრისტიან-დემორკატებმა“ საქართველოს პარლამენტში გასულ კვირას მოახდინეს.
ცვლილების მიხედვით, დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს 20%-ს საშემოსავლო გადასახადის სახით უხდიან, საშუალება ექნებათ ამ 20%-დან 2% დაგროვების ფონდებში გადარიცხონ, სადაც 10 წლის განმავლობაში შეეძლებათ აღნიშნული თანხა დააგროვონ ან სადაზღვეო კომპანიაში გადაამისამართონ.
დღესვე, მადგა ანიკაშვილი და ლევან ვეფხვაძე თემქის დასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც აღნიშნული ინიციატივა ვახტანგიშვილების ხუთსულიან ოჯახს გააცნეს.

















