logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი: საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი: საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას
17:43 16.06.2017
„საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან“,- განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ დღეს, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის შესახებ მომზადებულ ვენეციის კომისიის დასკვნაზე იმსჯელეს.

ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, კონსტიტუციური რეფორმა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და საქართველო უახლოვდება ახალ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან.

„კონსტიტუციური რეფორმა არის ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯი. როგორც რამდენჯერმე ვთქვი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, კონსტიტუციასთან დაკავშირებით ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან. ახლა საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობას ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა.
არის გარკვეული საკითხები, რომლებზეც შესაძლოა, განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე მისასვლელად, სწორ გზაზე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი გამოძებნის საუკეთესო გადაწყვეტილებას საქართველოსთვის“,- აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ფართო კონსესუსის მისაღწევად.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კარგი კონსტიტუცია იქნება დაფასებული და სასარგებლო ქვეყნისთვის. თქვენ გჭირდებათ რაც შეიძლება ფართო კონსესუსი და ვფიქრობ, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს აკეთებს ამის მისაღწევად. რა თქმა უნდა პოლიტიკა ყოველთვის იდეალური სამყარო არ არის, ყოველთვის არსებობს დაძაბულობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება“,- განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა