მიმდინარე წლის 11 ივნისის საღამოს, ერევნის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ვიტრაჟზე, ავტომობილების
გაქირავების ოფისის „ENTERPRISE“-ის სარეკლამო დაფაზე სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ აღმოაჩინა საქართველოს რუკა, რომელზეც დატანილი არ იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
კომპანია „ENTERPRISE”-ის საქმიანობის სფეროს ავტოტრანსპორტის საერთაშორისო მასშტაბით გაქირავება წარმოადგენს და მომხმარებელს აღნიშნულ მომსახურებას სთავაზობს საქართველოსა და სომხეთში.
2017 წლის 12 ივნისს, ერევანში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და მიაწოდა ინფორმაცია ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, შედგა საელჩოს წარმომადგენლის სატელეფონო საუბარი ზემოაღნიშნული კომპანიის წარმომადგენელთან.
საელჩოს ჩარევის შედეგად, ზემოაღნიშნული ოფისის ვიტრაჟიდან მოხსნილი იქნა არსებული სარეკლამო დაფა და მის ნაცვლად განთავსდა ქართულ მხარესთან შეთანხმებული ახალი სარეკლამო ბანერი.

















