ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ხვალ პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოდან აცნობეს, პრესკონფერენციის თემა საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იქნება.
ამერიკა საქართველოში არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებას უჭერს მხარს. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.
როგორც საქართველოში მყოფმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დიდი ინდიკატორი იქნება იმ პროგრესისა, რასაც საქართველომ დემოკრატიის გზაზე მიაღწია. სახელმწიფო მდივნის თქმით, არჩევნებზე ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.
ჯონ ბასის პრესკონფერენცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართება.

















