logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
განახლებულ აღმაშენებელზე განვითარების სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 25 წელი საზეიმოდ აღინიშნება
განახლებულ აღმაშენებელზე განვითარების სფეროში საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის 25 წელი საზეიმოდ აღინიშნება
17:05 12.06.2017
მიმდინარე წლის 17 ივნისს გერმანიის საელჩო და განვითარების სფეროში მოღვაწე გერმანული ორგანიზაციები თბილისის მერიის მხარდაჭერით, ერთად აღნიშნავენ საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში არსებული თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს.
13:00 საათიდან 22:00 საათამდე განახლებული აღმაშენებლის გამზირზე სტუმრებს ელით მრავალფეროვანი პროგრამა ცოცხალი მუსიკით, თოქ-შოუებით, წარმოდგენებითა და სხვადასხვა თამაშებით. მონაწილე ორგანიზაციები წარმოდგენილი იქნებიან სპეციალური სტენდებით, სადაც სტუმრებს მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. ბავშვებს ექნებათ ხატვის, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნისა და პრიზების მოგების საშუალება.
ოფიციალური გახსნითი ნაწილის შემდგომ წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა:
ფორუმ თეატრი World Vision
მე-6 საავტორო სკოლის გუნდი "გეორგიკა"
ინტერვიუ გერმანიიდან დაბრუნებულ ქართველ ექსპერტებთან (რეინტეგრაციის წარმატებული ისტორიები პროგრამა "მიგრაცია განვითარებისთვის")
ახალგაზრდა მხატვართა ხელოვნების კონკურსი "საქართველოს მწვანე მომავალი"
პანელური დისკუსია: "საქართველოს ახალგაზრდობა მომავალს უყურებს"
მოძრაობის თეატრის წარმოდგენა "ლაბირინთი" გარემოსდაცვით და ბიომრავალფეროვნების თემაზე.
ბენდ "Yellow"-ს კონცერტი.

განახლებული აღმაშენებელის გამზირზე მონაწილე ორგანიზაციები წარმოდგენილი იქნებიან სპეციალური სტენდებით, სადაც სტუმრებს მათი მუშაობის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. ბავშვებს ექნებათ ხატვის, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების შექმნისა და პრიზების მოგების საშუალება. სტუმრებიასევე შეძლებენ შეღავათიან ფასებში გერმანული კერძების, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების დაგემოვნებას.
დაიდგმება კარვები, სადაც გერმანული ორგანიზაციები (საელჩო, პოლიტიკური ფონდები, GIZ, KFW და ასე შემდეგ) წარმოადგენენ თავიანთ საქმიანობას საქართველოში.

კარვებში წარმოდგენილი ორგანიზაციები და დაგეგმილი აქტივობები:

კარავი № 1
ორგანიზაციები: გერმანიის საელჩო, KFW-ს ადგილობრივი ოფისი თბილისში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლობა
პროგრამა: ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მრავალფეროვანი ბეჭდური საინფორმაციო მასალა, პოსტერების გამოფენა, კავკასიური სუკულენტების დარიგება, ვირტუალური მოგზაურობა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვირტუალური რეალობის სათვალეებით (დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან თანამშრომლობით).
კარავი № 2
ორგანიზაციები: პოლიტიკური ფონდები - ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV)
პროგრამა: ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მრავალფეროვანი ბეჭდური საინფორმაციო მასალა.
• როგორ განვითარდება მომავალში თბილისის უბანი „პლეხანოვი“ - იგივე „ახალი ტიფლისი“? ფრიდრიხ ებერტის ფონდის, გოეთეს ინსტიტუტისა და „მომავლის ქალაქმგეგმარებელთა რეალური ლაბორატორიის“ ერთობლივ პროექტში გერმანელი და ქართველი ქალაქმგეგმარებლებისტუდენტებთან ერთად შეიმუშავებენ თბილისში „გერმანული უბნის“ მომავალი განვითარების ხედვას, რისთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივ მაცხოვრებელთა ჩართულობა და მათი ინტერესების გათვალისწინება. წარმოდგენილი იქნება პროექტის ნიმუშები დაგამვლელებს საშუალება ექნებათ გამოხატონ თავიანთი აზრი. ამასთანავე ბავშვებს მიეცემათ შესაძლებლობა დახატონ თავიანთი ოცნების უბანი.
• Senior Experten Service (SES) წარდგენა: Senior Experten Service (SES) ადგილობრივ ორგანიზაციებს, ასოციაციებს, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს აძლევს თანამშრომლობის შესაძლებლობას გერმანელ სპეციალისტებთან, რომლებიც მზად არიან უსასყიდლოდ გადასცენ საკუთარი ცოდნა დაგამოცდილება პარტნიორებს მსოფლიოს მასშტაბით 50-ზე მეტ სფეროში. პროგრამის ფარგლებში ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში განხორციელებული პროექტები და DWV-ს წარმომადგენელი გაუწევს კონსულტაციას ყველა დაინტერესებულ პირს SES-ით სარგებლის მიღებისშესახებ.
კარავი № 3
ორგანიზაციები: საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი (GAEN), DVV International, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB), შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (Sparkassenstiftung)
პროგრამა: გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „გენდერი იწყება ჩემგან“ საინფორმაციო მაგიდა, ვიქტორინა ადამიანის უფლებების თემაზე და სამახსოვრო პრიზები, DVV International-ის მიერ დაარსებულ ზრდასრულთა განათლების ცენტრებსა და სოციალურსაწარმოებში შექმნილი თექის სათამაშოებისა და სამკაულების გამოფენა-გაყიდვა, ASB საქართველოს პროგრამების გაცნობა, ფრაზების სწავლება ჟესტურ ენაზე ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო 203-ე სკოლის მოსწავლეებთან ერთად, გიფებისა და ფოტოების კამერა (ფოტოების ბეჭდვაუფასოდ, 15:00-დან 16:00-მდე).
კარავი № 4
ორგანიზაციები: საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, World Vision, Deutsche Welle
პროგრამა: საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და მასტერკლასი, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის „ეს არ არის ჩემი არჩევანი“ წარდგენა, პრეზენტაცია DW აკადემიისშესახებ, ტესტი ინფორმაციის თავისუფლებაზე, ვიქტორინა მედიის თვითრეგულირებაზე (პარტნიორი: საქართველოს რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია); მასტერკლასი მობილურ რეპორტინგში - ვიდეოს გადაღება და მონტაჟი, ასევე ლაივი საკუთარი სმარტფონით (პარტნიორი:ინფორმაციული ცენტრების ქსელი); ვორკშოპი ყალბი ინფორმაციის გამოვლენაზე - ვიდეოსა და ფოტოსურათების ონლაინ გადამოწმება (პარტნიორი: მედიის განვითარების ფონდი)
კარავი № 5
გერმანული კერძები და სასმელები

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა