logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
პრემიერი „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
18:19 09.06.2017
საქართველოსა და ჩინეთს, ტრადიციულად, ერთმანეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება; დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამას ნათლად ადასტურებს ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურება, მაღალი დონის ვიზიტები როგორც საქართველოში, ასევე - ჩინეთში და თანამშრომლობის შედეგად მიღწეული კონკრეტული შედეგები.
„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. ცოტა ხნის წინ, პეკინში, ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც ჩვენს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ საქართველოში საქმიანობა დაიწყეს მსხვილმა ჩინურმა კომპანიებმა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება; რამდენიმე მათგანი უკვე წარმატებით დამკვიდრდა ქართულ ბაზარზე. ყალიბდება ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალი მიმართულებები. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ერთობლივი საწარმოების მშენებლობა, რომლებიც ქართულ-ჩინურ პროდუქციას გამოუშვებს. ასევე გაიზარდა ქართველი ბიზნესმენების დაინტერესება ჩინეთის ბაზრის უზარმაზარი შესაძლებლობების მიმართ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში სრულიად ახალ პერსპექტივას ქმნის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის სი ძინ პინის მიერ ინიცირებული უმნიშვნელოვანესი გლობალური პროექტი „ერთი სარტყელი - და ერთი გზა" და საქართველო, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, ამ პროექტში აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული კავშირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.
მთავრობის მეთაურმა, სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა ჰუმანიტარულ სფეროში არსებულ ინტენსიურ ურთიერთობებსა და ხალხთა შორის კონტაქტების დინამიკურ ზრდაზე.
„აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რათა მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში და ქართველებმაც აქტიურად მოინახულონ ეს უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით გამორჩეული ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი სახელმწიფოების მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ძი იენჩის, ღონისძიების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, მადლობა გადაუხადა.
საზეიმო ღონისძიებები „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღესა" და ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით რიყის პარკში გაიმართა. პრემიერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად, ქართული და ჩინური კომპანიების პროდუქციის გამოფენაც დაათვალიერა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა