logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სინგაპურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
სინგაპურში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა
14:06 09.06.2017
სინგაპურში საქართველოს საპატიო კონსულისა და სინგაპურში საქართველოს საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გაიმართა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა სინგაპურის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უფროსი სახელმწიფო მინისტრი (მინისტრის მოადგილე) მოჰამად მალიკი ბინ ოსმანი. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუმრებს და ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მზარდი დინამიკის შესახებ სხვადასხვა სფეროში და ხაზი გაუსვა 2018 წელს სინგაპურ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღნიშვნის მნიშვნელობას. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა ინდონეზიის რესპუბლიკაში, სინგაპურის რესპუბლიკაში, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ფილიპინების რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ზურაბ ალექსიძემ, რომელმაც მიმოიხილა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, ყურადღება გაამახვილა საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალსა და მთავრობის მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე. ამ მიმართულებით ხაზგასმით აღინიშნა სინგაპურში ახლადდანიშნული საქართველოს საპატიო კონსულის როლი და მისი საქმიანობის მნიშვნელობა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართული კულტურის კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სუვენირები, ტურისტული ბროშურები და ქართული ანბანის სამი სახეობის გამოფენ და საქართველოს შესახებ ტურისტული სარეკლამო რგოლები.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო. საღამოს დასასრულს, საქართველოს საპატიო კონსულის სახელით სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ქართული ღვინის ნიმუშები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სინგაპურის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სინგაპურში ქართული დიასპორა.

სინგაპურში საქართველოს საპატიო კონსულის პიტერ ტან შუის ინიციატივით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ბიზნეს სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ მსხვილი სინგაპურული საინვესტიციო და საფინანსო კომპანიების წარმომადგენლები. სემინარის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა მასალა საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და პოტენციალის შესახებ, აგრეთვე ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები და სფეროები. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, შედგა შეხვედრა სინგაპურში მცხოვრებ ქართველებთან, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სათვისტომოს აქტიური ჩართვა სინგაპურიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის პროცესში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა