logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
Heritage Foundation -ის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული სიტემის ჩამოყალიბების გამო
Heritage Foundation -ის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული სიტემის ჩამოყალიბების გამო
10:24 09.06.2017
Heritage Foundation -ის ვიცე-პრეზიდენტმა კიმ ჰოლმსმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე შეკრებილ საზოგადოებას. მან ქართველებსა და ამერიკელებს მიულოცა დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე და მოკლედ განიხილა საქართველოს მიღწევები.

მისი განცხადებით 1991 აშშ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა, ხოლო 1992 წელს კი დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა საქართველოსთან, „როგორც აღმოჩნდა ეს იყო იმ დიდი მეგობრობის დასაწყისი, რომლის 25 წლის იუბილეს დღეს აღვნიშნავთ“, დასძინა ჰოლმსმა.
ჰოლმსმა შეაქო საქართველო, რომელიც ბევრი გამოწვევის ფონზე რეგიონში ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურად ჩამოყალიბდა, „საქართველო დიდ აღიარებას საჭიროებს ეკონომიკის ლიბერალიზების, კორუფციასთან ბრძოლასა და დემოკრატიული სიტემის ჩამოყალიბების გამო.“

ჰოლმსმა განაცხადა, რომ საქართველოს მსგავსი პროგრესი, რომელიც 1999 წელს 123-ე ადგილს იკავებდა ეკონომიკური თავისუფლების მხრივ, არცერთ ქვეყანას არ ჰქონია, „ამჟამად საქართველო მე-13 ადგილს იკავებს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, მსგავსი წარმატებისთვის სხვა არცერთ ქვეყანას მიუღწევია“.
ჰოლმსმა იმ საფრთხის შემცველ გარემოზეც ისაუბრა, რომელშიც საქართველოს უწევს განვითარება, „საქართველომ დაამტკიცა, რომ არის აშშ-ის ერთგული პარტნიორი, ბევრმა არ იცის, რომ ერაყში 2008 წელს, ქართული შენაერთი ჯარისკაცთა რაოდენობით მეორე იყო ამერიკის შემდეგ, ახლა კი ავღანეთში საქართველოს 870 მებრძოლი ჯარისკაცი წარმოადგენს, მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ქართველი ხალხის მადლიერი ვიქნები ასეთი მსხვერპლის გაღებისთვის“.

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ვაშინგტონში Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა