logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კონგრესმენი ტედ პო: ამერიკა ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული
კონგრესმენი ტედ პო: ამერიკა ყოველთვის იქნება საქართველოს ერთგული
10:17 09.06.2017
Heritage Foundation-ისა და German Marshall Fund-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ამერიკულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი“ , გახსნითი სიტყვით წარსდგა კონგრესმენი ტედ პო (რ- ტეხასი).

საკუთარ გამოსვლაში კონგერესმენმა აღნიშნა, რომ იგი ამაყია, რომ იკავებს აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი მეგობარი ჯგუფის (Georgia Caucus) თანათავმჯდომარის პოსტს. მან ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს მტკიცე მეგობრობას და პარტნიორობას და მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ამერიკის მხარდაჭერა, „რადგან ამერიკა ყოველთვის საქართველოს ერთგული იქნება“, - განაცხადა ტედ პომ.

საკუთარ გამოსვლაში კონგრესმენმა გაიხსენა 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი. კონგრესმენის აზრით, რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა იყო დემოკრატიის დაკნინების მცდელობა, რადგან საქართველო სწორედ დემოკრატიის და იმედის შუქურად მოიაზრებოდა და კვლავაც მოიაზრება რეგიონში. მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს რეაქცია პუტინის აგრესიაზე არ იყო სათანადოდ მკაცრი, რამაც მოსკოვი შმდგომი ქმედებებისკენ წააქეზა. ამ კონტექსტში კონგრესმენმა გაიხსენა ი 2008 წელს მის მიერ გაკეთებული პროგნოზი, როდესაც თქვა რომ „ეს არ არის რუსულია აგრესიის დასასრული და შეხედეთ რა მოხდა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში!“.

კონგრესმენის მოსაზრებით მნიშნველოვანია, რომ საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზა შეინარჩუნა. ამ მხრივ მან განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მთავრობის როლი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ქვეყნად ჩამოყალიბების პროცესში და მოუწოდა საქართველოს მოსახლეობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენონ ამერიკის მხარდაჭერა, „რადგან ამერიკა ყოველთვის საქართველოს ერთგული იქნება“, - განაცხადა ტედ პომ.

კონგრესმენმა პომ აღნიშნა საქართველოს წარმატება ეკონომიკური განვითარების მხრივ და დასძინა, რომ იგი მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას. ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად, კონგრესმენმა აღნიშნა ქართველების როლი ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების შნარჩუნების პროცესში. მან მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს ავღანეთში, ბრძოლის ველზე უდიდესი სიმამაცისთვის, „ბრძოლის ველზე თანამშრომლობა კიდევ უფრო აღრმავებს კავშირს ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის“-აღნიშნა მან.

საკუთარი გამოსვლა კონგრესმენმა პომ ამერიკის 35-ე პრეზიდენტის სიტყვებით დაასრულა: „უნდა გავაგებინოთ ყველა ქვეყანას, მოყვარეს თუ მტერს, რომ აშშ, ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი გამოწვევის ფონზე მხარს დაუჭერს მეგობარს, შეებრძოლება ნებისმიერ მტერს, რათა გადაარჩინოს თავისუფლება“. ტედ პოს აზრით, სწორედ ეს ფრაზა აღწერს იმ ტიპის ურთიერთობას, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს აკავშირებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა