logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო და ნორვეგიის სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ
საქართველო და ნორვეგიის სამეფო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ
20:16 06.06.2017
საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოსა და ნორვეგიის საგარეო უწყებებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.

კოლეგისადმი მიწერილ წერილში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნორვეგიის პირველ დიპლომატს, ბიორგე ბრენდეს, საიუბილეო თარიღი მიულოცა და საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ ისტორიული კავშირები და დღეს არსებული წარმატებული ორმხრივი ურთიერთობები დადებითად შეაფასა.

“მსურს ხაზი გავუსვა, რომ ნორვეგიის სამეფომ სკანდინავიური ქვეყნებიდან პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. მას შემდეგ, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები ფართო და ნაყოფიერ ურთიერთობაში გადაიზარდა. მზარდი მეგობრული ურთიერთობები ეფუძნება საერთო ფასეულობებს და მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარებისათვის პასუხისმგებლობის გაზიარებას“, - ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის წერილში.

მიხეილ ჯანელიძე დადებითად აფასებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურებულ წარმატებულ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, ენერგეტიკის და სხვა სფეროების ფართო სპექტრს მოიცავს.

თავის მხრივ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ნორვეგიის მთავრობის სახელით, გამოგზავნილ წერილში აღნიშნულია საქართველოსა და ნორვეგიას შორის სასამართლოს რეფორმის, განათლების, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის და თავდაცვის სფეროებში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა და აღნიშნულია, რომ ნორვეგიის მთავრობა გამოთქვამს მზადყოფნას ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

„ნორვეგია და საქართველო, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს და ეუთო-ს წევრი ქვეყნები იცავენ საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს და პრინციპებს. ნორვეგია გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს საქართველოსთან ნორვეგიელი და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ და აღნიშნული ფასეულობებისა და მიზნების მისაღწევად“.

წერილის დასასრულს მიხეილ ჯანელიძე მადლიერებას გამოთქვამს ნორვეგიის სამეფოს მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ნორვეგიას საქართველოს მხრიდან მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფის კუთხით თანადგომას და პარტნიორობას აღუთქვამს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა