logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე საქართველოში ბულგარეთის საელჩომ გამოფენითა და კინოჩვენებით აღნიშნა
საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე საქართველოში ბულგარეთის საელჩომ გამოფენითა და კინოჩვენებით აღნიშნა
19:32 06.06.2017
საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის აღსანიშნავად, ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართა გამოფენა სახელწოდებით - „ადამიანები და ქუჩები - ბულგარეთი - საქართველო“, რომლის ფარგლებშიც ასევე შედგა ბულგარული ფილმის ჩვენება.

სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, რომელმაც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მან თავის გამოსვლაში ისაუბრა 25 წლის განმავლობაში საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ თანამშრომლობაზე და ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგზე.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბულგარეთის ისტორიულ და საერთო რელიგიურ წარსულს. ამ კუთხით მან ხაზგასმით აღნიშნა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი მართლმადიდებლური, ბაჩკოვოს (პეტრიწონის) მონასტრის მნიშვნელობა, როგორც საქართველოსა და ბულგარეთის კულტურული ერთობა, რომელიც საერთო მრწამსს ეფუძნება.

მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ბულგარეთის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში შედის. ამ კუთხით მან მომავალი, უფრო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„ამ 25 წლის მანძილზე, ჩვენი ქვეყნები მრავალი გამოწვევის წინაშე იდგნენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ დავრჩით ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების ერთგულნი და მყარად ვუჭერდით მხარს ერთმანეთის ეროვნულ ინტერესებს. მე მსურს სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის გვქონდეს ბულგარეთის მხარდაჭერის იმედი, ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის პროცესში. ჩვენ მადლიერნი ვართ ბულგარეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის. ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ბულგარეთს განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული დახმარებისათვის, რომელსაც ძალზე ვაფასებთ“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მიულოცა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩსა და საელჩოს 2017 და 2018 წლებში ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციების წარმატებით შეთავსება. მან აღნიშნა, რომ საქართველო დიდი მნიშვნელობას ანიჭებს 2018 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში ევროკავშირის საბჭოს ბულგარეთის თავმჯდომარეობას და ამ კუთხით ბულგარეთს წარმატებები უსურვა.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ტურიზმის კუთხით და აღნიშნა, რომ ინტერესი ორივე ქვეყნის მხრიდან მზარდია. „მე მსურს ვიხილო მეტი ბულგარელი საქართველოს ქუჩებში და მეტი ქართველი ბულგარეთის ქუჩებში“, - აღნიშნა მან.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ, რომელმაც აღნიშნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობების არსებობა, რომელიც დაფუძნებულია მეგობრობაზე, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. მან აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა თანამშრომლობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის რიგი საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში.

ელჩმა აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 იანვრიდან საელჩო უკვე მეორედ ითავსებს ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებს, ხოლო 2018 წლის პირველ ნახევარში გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას, რაც საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების დამატებით მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და დასტური ბულგარეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების მყარი მხარდაჭერისა.

დესისლავა ივანოვამ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობების არსებობას და აღნიშნა, რომ ამ ხანგრძლივი მეგობრობის ერთ-ერთი დასტური 1083 წელს ძმები გრიგოლ და აბაზ ბაკურიანების მიერ ბულგარეთში ბაჩკოვოს მონასტრის დაფუძნებაა.

სიტყვის დასასრულს ელჩმა სტუმრები ქართველი და ბულგარელი მხატვრების ნამუშევრების დასათვალიერებლად მიიწვია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა