logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვილნიუსში აქცია „ლიტვის და საქართველოს დროშები თავისუფლების გზაზე“ ფარგლებში საქართველოს და ლიტვის დროშები გამოიფინა
ვილნიუსში აქცია „ლიტვის და საქართველოს დროშები თავისუფლების გზაზე“ ფარგლებში საქართველოს და ლიტვის დროშები გამოიფინა
19:11 06.06.2017
ვილნიუსში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას უმასპინძლა. მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ლიტვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს და ლიტვას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, ასევე მადლიერებით აღნიშნა ლიტვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. გამოსვლისას ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას აკავშირებს არა მხოლოდ მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვან სფეროში, არამედ ხალხებს შორის არსებული ტრადიციულად თბილი და გამორჩეულად მეგობრული ურთიერთობები.

მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგნენ ანსამბლი "მთიები" და ლიტვაში ქართული სათვისტომოს ანსაბლი „კახეთი“. სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ სპეციალურად ამ დღისთვის გამართული ფოტოგამოფენები "საქართველო-ლიტვის ისტორიული ურთიერთობები“, „ქართული დამწერლობა და ხელნაწერები“ და „50 ქალი საქართველოდან“. ასევე წარმოდგენილი იქნა ქართული ტიხრული მინანქრის მხატვარ-დიზაინერების ია ხიზანიშვილის და სოფი ეცადაშვილის მიერ საქართველოს თემატიკაზე შესრულებულინამუშევრები.

მიღებაზე დამსწრე სტუმრებს შორის იყვნენ ლიტვის სეიმის (პარლამენტის) სპიკერი, ლიტვის რესპუბლიკის მთავრობის და პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები, ვილნიუსში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და სხვა საპატიო სტუმრები.

ღონისძიებაზე საელჩო სტუმრებს ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში, ვილნიუსის ცენტრალურ გამზირზე, ლიტვის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის ფასადზე, გამოფენილ იქნა საქართველოს და ლიტვის დროშები. ღონისძიება სახელწოდებით - „ლიტვის დასაქართველოს დროშები თავისუფლების გზაზე“ სიმბოლურად განასახიერებს ქართველი და ლიტველი ხალხის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა