logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნება
ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე აღინიშნება
13:43 06.06.2017
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე მასშტაბურად აღინიშნება. 6 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში ვაშინგტონში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

6 ივნისს საქართველოს საელჩო უმასპინძლებს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას. მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და ამერიკის მთავრობისა და კონგრესის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და ანალიტიკური ორგანიზაციების წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თავდაცვის, ბიზნესისა და მედიის სფეროში საელჩოს პარტნიორები.

8 ივნისს გაიხსნება აშშ-საქართველოს ურთიერთობების 25 წლისადმი მიძღვნილი კონფერენცია. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, კონგრესმენი ტედ პო (რ-ტეხასი), აშშ-სვიცე პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა თომპსონი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკსი და სხვები.

საზეიმო კვირეულის ფარგლებში საქართველოს საელჩო, ამერიკული ორგანიზაცია Embassy Experiences / Things to Do in DC პარტნიორობით ასევე უმასპინძლებს ქართული მოდის საღამოს, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართველი თანამედროვე დიზაინერების სამოსი და აქსესუარები.
10 ივნისს სმით სონიანის მუზეუმში გაიმართება კონფერენცია ღვინის ცივილიზაციის საწყისებზე: „Exploring the Origins of Wine Civilization“ , რომელიც საქართველოს საელჩოს მიღებითა და ქართული ღვინის პრეზენტაციით გაიხსნება.
კვირის განმავლობაში გამართულ ღონისძიებებს სპეციალურად ქართული დიასპორისათვის დაგეგმილი ღონისძიება დაასრულებს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად საქართველოს საელჩო დიასპორის წარმომადგენლებსოჯახებთან ერთად სადღესასწაულო მიღებაზე უმასპინძლებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა