logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კახიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
კახა კახიშვილი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
18:31 05.06.2017
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ჯასტინ მაკენზი-სმიტს უმასპინძლა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, „არაღიარების პოლიტიკის“, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე კახა კახიშვილმა ჯასტინ მაკენზი-სმიტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. მინისტრის თქმით, 2012 წლის შემდეგ სისტემაში გატარდა ძირეული რეფორმები მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვისა და პენიტენციური დაწესებულებების სარეჟიმო პირობების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. ამ მიზნით, 40-მდე კანონში ცვლილებები შევიდა და მინისტრის 350-ზე მეტი ბრძანება გამოიცა.
მინისტრმა ისაუბრა „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში შეტანილ ცვლილებებზეც. კახა კახიშვილის განცხადებით, იქმნება ახალი ტიპის - გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებს კონკრეტული პროფესიის დაუფლების, ასევე, დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობა ექნებათ. მნიშვნელოვანია სიახლეა მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების მინიჭება და შინაპატიმრობის, როგორც სასჯელის ალტერნატიული სახის დანერგვა ახლა უკვე სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც.
„სამინისტრო განაგრძობს ინოვაციური პროექტების განხორციელებას, თანამედროვე, მოქნილი და მაღალი სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის მშენებლობის მიზნით. სამინისტროს ინიციატივაა 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულ/ბრალდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენება, სადაც ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან ასაკისათვის შესაბამისი პროგრამებით, რომლებიც საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრირებას უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა მინისტრმა შეხვედრისას.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის, ჯასტინ მაკენზი-სმიტს განცხადებით, სამომავლოდ გამოცდილებათა გაზიარების უზრუნველსაყოფად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
„დიდი პატივი იყო მინისტრთან შეხვედრა და განხორიელებულ რეფორმებზე ინფორმაციის მიღება. როგორც შეხვედრაზე აღვნიშნე, მჯერა, რომ საზოგადოებაზე, მის ღირებულებებზე მეტყველებს, ის, თუ როგორ ექცევა ქვეყანა მსჯავრდებულებს. გილოცავთ საჭირო რეფორმების გატარებას, რომელთაც პოზიტიური გავლენა ჰქონდა პენიტენციურ სისტემაზე,“ - აღნიშნა ჯასტინ მაკენზი-სმიტმა.
მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის განვითარება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერების საქმეში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა