საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო, რასაც რამდენიმე ადამიანის
სიცოცხლე ემსხვერპლა, მწუხარებას გამოთქვამს.
"ძალიან ვწუხვარ ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო, რომლებსაც კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები - დაღუპულია 6 და დაშავებულია ათობით ადამიანი. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ბრიტანელ ხალხსა და მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვდაგავართ"-ნატქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.

















