სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში, საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებას
უმასპინძლა. საღამო საქართველოს და სამხრეთ აფრიკის ეროვნული ჰიმნების შესრულებით გაიხსნა .
მიღებაზე საქართველოს ელჩმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ისაუბრა საერთაშორისო არენაზე საქართველოს მზარდ როლზე, საქართველო-სამხრეთ აფრიკის ას ასევე საქართველო-აფრიკის ურთიერთობებზე. ელჩმა საგანგებოდ აღინიშნა, მიმდინარე წლის დასაწყისში, მოზამბიკის რესპუბლიკასთან გამართული პირველი მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობა და მავრიკის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ნაცვალგების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. ელჩმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებთან - აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან - დაკავშირებულ საკითხებში.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების დირექტორატის მთავარმადირექტორმა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, იოჰანესბურგის ფილარმონიული ორკესტრის სიმებიანმა კვარტეტმა, შეასრულა ქართველ და მსოფლიო კლასიკოსთა ნაწარმოებები.
მიღებას ესწრებოდნენ სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის, სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, სამხრეთ აფრიკის ბიზნესის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების, სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები, საქართველოს საპატიო კონსულები მოზამბიკში და ბოცვანაში და სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.
საელჩო სტუმრებს ქართული ღვინითა და სხვა ალკოჰოლური სასმელებით გაუმასპინძლდა.

















