logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვახტანგ ყოლბაიამ მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ვახტანგ ყოლბაიამ მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
16:59 02.06.2017
სასტუმრო თბილისი მარიოტში კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და კონფლიქტის ადრეული გამოვლენისა და მშვიდობის მშენებლობის საზოგადოების (WOSCAP) თანამონაწილეობით, მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „გავაძლიეროთ კონფლიქტების პრევენცია: რეკომენდაციები ევროკავშირისთვის" გაიმართა.
შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
,,კონფლიქტების დარეგულირების თემატიკა აქტუალურია საერთაშორისო დონეზეც, რომელიც ჟენევის მოლაპარაკებების ეგიდით მიმდინარეობს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჟენევის ფორმატი უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებისა და სამშვიდობო პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობისათვის. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებები ერთადერთი საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ოფიციალურ დონეზე ქართულ-აფხაზური დიალოგი, სადაც ქართული დელეგაციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ პროცესშიც ვერ არის წინსვლა, დიალოგი ძნელად, მაგრამ მაინც მიდის. შესაბამისად ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნევთ, პირველ რიგში, ჰუმანიტარული ხასიათის საკითხებში ევროკავშირის უფრო აქტიურ ჩართულობას და ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის ქმედითუნარიანობის ამაღლებას. სერიოზულ წამახალისებელ ფაქტორად შეიძლება იქცეს მეგობარი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან არასამთავრობო სექტორის ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ,,ინტერესთა ჯგუფების“ შექმნას. კიდევ უფრო წასახალისებელია ოჯახური, ნათესაური და პირადი ურთიერთობები, რომლებსაც დღემდე ინარჩუნებს „გამყოფი ხაზის“ ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობა. სამწუხაროდ, დღეს ეს ყველაფერი, ცალმხრივად ხორციელდება და აფხაზები ვერ სარგებლობენ იმ სიკეთეებით რასაც ევროპა სთავაზობს საქართველოს ყველა მოქალაქეს" -აღნიშნა ვახტანგ ყოლბაიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა