ათენში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების
25-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ოფიციალური მიღება გაიმართა.
ღონისძიება, საქართველოს ელჩთან იოსებ ნანობაშვილთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ და საბერძნეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული რეფორმირების მინისტრმა ოლგა იეროვასილიმ. მიღებაზე მისასალმებელი სიტყვების შემდეგ საქართველოსა და საბერძნეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა, ხოლო საღამოს განმავლობაში, ცნობილმა ბერძენმა მომღერალმა იოვანნამ შეასრულა ქართული სიმღერები. მიღების პარალელურად, ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ქართული ანბანის გამოფენა.
მიღებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამენოვანი საინფორმაციო ბროშურებს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავთან და საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს საინვესტიციო-სამეწარმეო შესაძლებლობების ამსახველ ინფორმაციას და საქართველოსთან დაკავშირებული სხვა ბეჭდვითი მასალას.
ღონისძიებას დაესწრნენ საბერძნეთის ტურიზმისა და სპორტის მინისტრები, ომბუდსმენი, ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ათენში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საბერძნეთის აკადემიურიდა კულტურის სფეროს მოღვაწეები, ბიზნესმენები, მასმედიის, არასამთავრობო სექტორისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

















