logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შვედეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
შვედეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა
21:47 01.06.2017
შვედეთში საზეიმო მიღებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი.

მიღების ფარგლებში, ქ. სტოკჰოლმში მცხოვრები ქართველებით დაკომპლექტებული ანსამბლის „ქ. სტოკჰოლმის წმინდა გიორგის გუნდი“ მიერ შესრულდა საქართველოსა და შვედეთის ეროვნული ჰიმნები, რის შემდეგაც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა შვედეთში მალხაზ კაკაბაძემ. მან ისაუბრა საქართველო-შვედეთის ურთიერთობებზე, მადლობა გადაუხადა შვედურ მხარეს ურყევი თანადგომისთვის და მომავალი, უფრო ღრმა თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

ღონისძიებაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.

საზეიმო მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საინვესტიციო სააგენტოების და სავაჭრო პალატების წარმომადგენლები, შვედეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, საქართველოს შვედ მეგობართა საზოგადოების წევრები, კულტურული მოღვაწეები, არასამთავრობო სექტორის ექსპერტები, ჟურნალისტები და შვედეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დელეგაცია.

მიღებაზე დამსწრე საზოგადოებას საელჩო ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა.

გარდა ამისა, შვედეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შვედეთში პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და საქართველო-შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე იუბილესთან დაკავშირებით საელჩოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან მოწვეულნი იყვნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ტურისტული კომპანიების „Caucasus Travel", „Georgian Wonders", „Visit Georgia", აგრეთვე კურორტის "Lopota Lake Resort and Spa" წარმომადგენლები, რომლებმაც შეხვედრები გამართეს შვედეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის დასაწყისში, საელჩოს სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა შვედეთში, რომელმაც ისაუბრა ტურიზმის განვითარებაში საქართველოს მთავრობის მიღწევებზე და სამომავლო მიზნებზე. ღონისძიებაზე ასევე, მისასალმებელი სიტყვით წარსდგა საქართველო-შვედეთის მეგობრობის ასოციაციის თავმჯდომარე სვენ ჰოლმსტრომი. მან ყურადღება ხალხთაშორისი კონტაქტების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრეს ტურიზმის სფეროში საქართველოში არსებული შესაძლებლობებზე და საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფად ზრდის ტენდენციებზე.

ღონისძიების ფარგლებში, ავიაკომპანიის „Atlasglobal" სტოკჰოლმის წარმომადგენლობის დირექტორმა აისე მისირლიმ ხაზი გაუსვა ამ ავიაკომპანიის დაინტერესებას სკანდინავიის რეგიონიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ხელშეწყობაში და ქართველ დაშვედ ტუროპერატორებს სტოკჰოლმიდან და კოპენჰაგენიდან, თბილისის მიმართულებით, ახლადგახსნილი ავიარეისების განრიგის და ტარიფების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა