პარიზში, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-საფრანგეთის
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა .
საღამო სიტყვით გახსნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკასა და მონაკოს სამეფოში, ეკატერინე სირაძე-დელონემ და საელჩოს საპატიო სტუმარმა, საფრანგეთის პირველმა ელჩმა საქართველოში, ბერნარ ფასიემ.
საზეიმო მიღებას წინ უძღოდა, კლასიკური მუსიკის კონცერტი პატარა ქართველი ვირტუოზი პიანისტების, ბარბარე თათარაძის, ილია ლომთათიძის და ირაკლი ფხაკაძის მონაწილეობით, რომლებმაც შეასრულეს კლასიკური მუსიკის ცნობილი კომპოზიციები, მათ შორის - ქართული.
მიღება, რომელსაც ქართულ დიასპორის წარმომადგენლებსა და ქართველ სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ საფრანგეთის პოლიტიკური წრეების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიურიწარმომადგენლობების წევრები, საფრანგეთის და საქართველოს სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ინტერალიეს სასახლის ბაღში გაგრძელდა, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.

















