logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
უკრაინაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
15:30 01.06.2017
კიევში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავთან და უკრაინასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელზეც სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მიხეილ უკლებამ და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ.

ღონისძიებაზე ცნობილმა ორკესტრმა „კიევ-კლასიკ“, სტუმრებისთვის ქართული და უცხოური კლასიკური ნაწარმოებები შეასრულა.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ უკრაინის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, კიევში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მასმედიის, არასამთავრობო სექტორისა და უკრაინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

მიღებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდა მსოფლიოში ცნობილი სომელიე ჟერარ ბასე, რომელმაც მოაწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია.

გარდა ამისა, კიევში, ქართულ რესტორანში, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია, რომელიც ასევე ჩაატარა ცნობილმა სომელიემ ჟერარ ბასემ. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ და კომპანიის "GWS" აღმასრულებელმა დირექტორმა. დეგუსტაციას ესწრებოდნენ მსხვილი სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ადგილობრივი მედია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, უკრაინის დედაქალაქში გაიმართა მე-8 ქართული კულტურის საერთაშორისო ფესტივალი. საზეიმო კონცერტში მონაწილეობა მიიღო კულტურულ საგანმანათლებლო ცენტრთან „იბერიელი“ არსებულმა ქართული ცეკვის ანსამბლმა. კონცერტი გახსნა თბილისიდან მოწვეულმა ქართულმა მუსიკალურმა კოლექტივმა "ირიაო".


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა