საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტოკიოში იაპონიის საგარეო საქმეთა სახელწმიფო მდივანთან ნობუო
კიშისთან შეხვედრა გამართა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში იაპონია-საქართველოს ორმხრივმა ურთიერთობებმა ბევრი მიმართულებითშეიძინა ბრწყინვალე ხასიათი.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა იაპონიის მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური კონტრიბუცია საქართველოს განვითარების სფეროში, ასევე იაპონიის ურყევი მხარდაჭერასაქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში.
მხარეებმა ისაუბრეს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მზარდ დინამიკაზე, ხაზი გაესვა საქართველოში იაპონიის მხრიდან ასევე უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტების მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონიის მხარეს გააცნო საქართველოს წარმატებები ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებით, მათ შორის საქართველოს ჩართულობით საერთაშორისოსატრანსპორტო პროექტებში და თანამშრომლობაზე ენერგო სექტორში.
იაპონიის სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა საქართველოს წარმატებული რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე, რაც კარგ შესაძლებლობას ქმნის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
"იაპონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ასეთი მაღალიდონის ვიზიტები კვლავ გაგრძელდება. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოებაში და საქართველო იაპონური კომპანიებისთვისაც ძალზემიმზიდველია. მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ბევრ იაპონურ კომპანიას მოინახულებს და ასევე გაიმართება ბიზნეს სემინარი. ეს ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებისკიდევ უფრო გაძლიერებაში" - განაცხადა კიშიმ.

















