logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ზურაბ პატარაძე პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
ზურაბ პატარაძე პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა
19:12 31.05.2017
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო–პოლონეთის მეგობრული ურთიერთობების ძირითად საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს და აღინიშნა, რომ პოლონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში და ნატო–ში ინტეგრაციას. ყურადღება გამახვილდა ასევე ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების, კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე ორ ქვეყანას შორისსაინვესტიციო პოტენციალსა და ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარას პოლონეთის რესპუბლიკის რამდენიმე რეგიონთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს.
„ორმხრივი ურთიერთობები რეგიონებს შორის უკვე დაწყებულია როგორც საგანმანათლებლო და კულტურული, ისე ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. დაიწყო თანამშრომლობა ასევე ქვემო სილეზიის პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის. პოლონეთთან რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ აჭარა ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებულია”-განაცხადა პატარაძემ.

რეგიონულ დონეზე მსგავს თანამშრომლობას მიესალმა პოლონეთის პრეზიდენტიც. როგორც ანდჟეი დუდამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს აჭარის რეგიონის პოპულარიზაცია პოლონეთის რესპუბლიკაში, რადგან დიდია დაინტერესებულიპოტენციური ტურისტების რაოდენობა. ანდჟეი დუდამ ყურადღება გაამახვილა ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დანიშვნის ხელშეწყობაზე, რაც კიდევ უფრო გაუადვილებს პოლონელ ტურისტებს აჭარაში დასვენების შესაძლებლობას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ერთობლივ არქეოლოგიურ ექსპედიციებს, რომლებსაც პოლონური და ქართული მხარე აჭარაში უკვე წლებია წარმატებით ახორციელებს. ზურაბ პატარაძემ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის პრეზიდენტის ვიზიტისაქართველოში ხელს შეუწყობს როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას, ისე რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა