logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტში ლადო ჭანტურია მოხსენებით წარსდგა
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტში ლადო ჭანტურია მოხსენებით წარსდგა
23:11 30.05.2017
საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ლადო ჭანტურია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კულტურისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ბერნდ ფაბრიციუსის მოწვევით, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად გერმანიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტები - ულა შმიდტი და კლაუდია როტიც ესწრებოდნენ, საქართველოს ელჩმა საქართველო-გერმანიის წლის შესახებ ისაუბრა და გერმანელ პარლამენტარებს აღნიშნული წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა არსებული მჭიდრო ქართულ-გერმანული თანამშრომლობა და მადლობა გადაუხადა გერმანელ პარლამენტარებს ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე გერმანელმა პარლამენტარებმა განსაკუთრებულად აღინიშნეს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ლიდერი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულიწარმატებები. აღნიშნულ კონტექსტში, გერმანიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ულა შმიდტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დასავლური ორიენტაციის სიმტკიცეზე, რომელშიც როგორც თავად განაცხადა, იგი სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დარწმუნდა. განსაკუთრებულად აღინიშნა ასევე რთული საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით და ხაზი გაესვა გერმანიის, როგორც ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გერმანელმა დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში და მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეას გიორგენმა, რომელიც ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩის ბუნდესტაგში გამოსვლას, თავის გამოსვლაში საქართველოსთან თანამშრომლობა უაღრესად დადებითად შეაფასა და მნიშვნელოვნად მიიჩნია ქართული კულტურის გერმანიაში პოპულარიზაცია, რაც საქართველო-გერმანიის წლის ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც წარმოადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა