logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს
13:44 29.05.2017
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია, რომელსაც ოთხი დღის განმავლობაში თბილისი მასპინძლობდა, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებით დასრულდა.
დეკლარაციის პროექტის წარდგენისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, რასა იუკნევიციენესმა 1918 წელი, საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ 99 წლის წინ საქართველო აღსდა რუსეთის იმპერიის ნანგრევებიდან და როგორც დემოკრატიულმა რესპუბლიკამ სწრაფად დაიმკვიდრა თავი, რომელსაც მრავალპარტიული და პროგრესული საპარლამენტო სისტემა ქონდა. სამწუხაროდ, 1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლით, საქართველოსთვის ევროპული მომავლის პერსპექტივა დაიმსხვრა. იმ დროს, თავისუფალი სამყაროდან დახმარების ხელის გაწვდომა არავის უცდია და საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობა დასრულდა.
„დაახლოებით ასი წლის შემდეგ, საქართველო კვლავ ცხოვრობს დიდი არამეგობრული მეზობლის ჩრდილში, რომელსაც მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი აქვს დაკავებული და აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროპული, დემოკრატიული ოჯახში დაბრუნებას, მაგრამ ერთი რამ კი შეიცვალა - ეხლა ჩვენ გვაქვს ჩვენი დიდი ჩრდილოატლანტიკური კავშირი, რომელსაც თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობები და ღია კარის პოლიტიკა აქვს. საქართველოს მოსახლეობა და ქვეყნის ლიდერები გაერთიანებულნი არიან თავის განძრახვაში შეუერთდნენ ამ კავშირს და განუხრელად ასრულებენ რეფორმების იმ დღის წესრიგს, რომელიც ამ პროცესისთვის არის საჭირო. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ნატოს მიერ ორგანიზებულ ოპერაციებში და ეს სერიოზული ძალისხმევაა. ეს დეკლარაცია არის გამოხატულება ასამბლეის უკვე დიდიხნით ადრე დაწყებული სოლიდარობისა, რომელსაც ჩვენ ვუცხადებთ საქართველოს. დეკლარაცია ხაზს უსვამს თანამსრომლობის იმ ინსტრუმენტებს, რომელიც საქართველოს და ნატოს შორის არსებობს“, - განაცხადა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა.
დეკლარაციის პროექტის ტექსტში საქართველოს დელეგაციამ ცვლილების შეტანა მოითხოვა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა. ცვლილების თანახმად, დეკლარაციის მეთვრამეტე პუნქტს დამატებითი პარაგრაფი ემატება, რომლის მიხედვითაც, ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მოქალაქეებს „შესაძლებლობა მისცეს თავისუფალი გადაადგილებისა და ვაჭრობის ადმინისტარციულ სასაზღვრო საზღვრის გასწვრივ“.ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება სრულად იქნა გაზიარებული. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით საპარლამენტო ასამბლეის პლენარულმა სხდომამ კენჭი უყარა დეკლარაციის პროექტს და სრული უმრავლესობის მხარდაჭერით, მხარი დაუჭირა მის მიღებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა