logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა
15:38 28.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ს კონგრესში საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერა. ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის და ქვეყნის დემოკრატიული განვითრების მიმართ. დელეგაციის ხელმძღვანელის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის მაიკლ ტერნერის განცხადებით აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდამჭერას და საქართველოს პროგრესის აღიარებას.

„როგორც ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა შემიძლია, ჩვენი დელეგაციის პერსპექტივიდან განვაცხადო, რომ უმნიშვნელოვანესია გავაგრძელოთ საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული კავშირების და საქართველოსა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერა, რაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ გაკეთებული განცხადებების მხარდაჭერის და ამ კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის აღიარების გამოხატულებას წარმოადგენს. ასევე, მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ განცხადებების გაკეთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ისევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, რაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს. ჩვენ მყარად ვდგავართ საქართველოს გვერდით“-აღნიშნა ტერნერმა.

ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარის ჯერი კონოლის განცხადებით საქართველო რუსთის ოკუპაციი ფონზე მოახდინა ქვეყნის შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია და აშშ მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ძალისხმევას.

„საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატია ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამერიკის კონგრესში ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერით სარგებლობს. რუსეთის მიერ ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციამ თვალსაჩინო გახადა ბევრი ამერიკელისთვის, თუ რა საფრთხეები გამოიწვია რეგიონში „რუსული დათვის“ ხელახლა გამოჩენამ. აშშ.-ს სურს მხარში ამოუდგეს საქართველოს. საქართველომ გამოიჩინა უზარმაზარი სიმამაცე და მზაობა, რომ განეხორციელებინა რეფორმები და ჩამოყალიბებულიყო დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ ამ პროცესებს“ -განაცხადა კონოლიმ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს როგორც ორმხრივ ურთიერთობებში ასევე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და ხაზი გაუსვეს პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას ყველა შესაძლო მიმართულებით. აღინიშნა, რომაშშ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მიღწევებს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმირების გზაზე და ქვეყნის მიერ შეტანილ წვლილს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა