საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს.
პრეზიდენტი სტამბულში გამართული BSEC-ის სამიტის შემდეგ, ბრიუსელში დაგეგმილ ევროპის
„სახალხო პარტიის“ სამიტს დაესწრება.
ამასთან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი საკმაოდ დატვირთულია.
„ჩანიშნულია შეხვედრები ევროკავშირისა და ევროპის ხელმძღვანელ პირებთან. სააკაშვილი შეხვდება ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომიის წარმომადგენელს ქეთრინ ეშტონს, ევროკომისრებსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს“ - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
29 ივნისს კი, მიხეილ სააკაშვილი ბაქოში დაგეგმილ რეგიონალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. იგი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევსაც შეხვდება.

















