logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს გავლით რეგიონულ პროექტებს შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს გავლით რეგიონულ პროექტებს შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე
15:07 28.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, გლობალიზებული ეკონომიკის, საერთო ბაზრებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების პირობებში, აქტიური ეკონომიკური დიპლომატიის როლი სულ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამის შესახებ მან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ეკონომიკური დიპლომატიის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეკონომიკური დიპლომატიის პროექტის განხორციელება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო და ხელშესახებ შედეგებს უკვე მიაღწია. ხელი მოეწერა მთელ რიგ ეკონომიკურ შეთანხმებებს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავი, მინისტრის თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმება და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაა.

„თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, ეფექტიანი დიპლომატიის გასაღები რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ თანამშრომლობაშია. პოლიტიკური სიმწიფე, ეკონომიკური ღიაობა და კორუფციისგან თავისუფლება საქართველოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ქვეყნისთვის მიმზიდველ პარტნიორად აქცევს.

საქართველო ეფექტიანად იყენებს სავაჭრო და სატრანსპორტო გზების გასაყარზე თავის სტრატეგიულ მდებარეობას, ვინაიდან რეგიონულ პროექტებს საქართველოს მონაწილეობით შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპის ენერგო უსაფრთხოებაზე და ხელი შეუწყოსევროპასა და აზიას შორის კავშირის გაძლიერებას“ - განაცხადა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის თქმით, საქართველოს საერთაშორისო კავშირების განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოს ინსტიტუტებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს შორის ურთიერთობების განმტკიცებაზე. როგორც მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, მთავრობის მიზანია გააძლიეროს დიასპორის კულტურული კავშირები საქართველოსთან და ასევე ხელი შეუწყოს მის ჩართულობას ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკური განვითარების საქმეში.

თბილისი 26-29 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. 28 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა