logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნატოს საპარლმენტო ასამბლეის პრეზიდენტი სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა
ნატოს საპარლმენტო ასამბლეის პრეზიდენტი სოფელ ოძისში ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა
15:00 28.05.2017
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილე დელეგაციების წევრებთან და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრთან, ბექა ოდიშარიასთან ერთად სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილე დელეგაციების წევრები ოძისში და მოსაზღვრე სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული ვითარების ადგილზე ნახვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პაოლო ალის განცხადებით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში გამართვა დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატო ახლოსაა საქართველოსთან. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დღეს აქ, ადმინისტრაციულ საზღვართან ყოფნა. ვნახოთ ადმინისტრაციული საზღვარი ჩვენი თვალით, ვნახოთ რა ხდება აქ - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა იმყოფება თბილისში და მართავს საგაზაფხულო სესიას რათა მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ ნატო ძალიან ახლოსაა საქართველოსთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასე რომ, დღეს ჩვენი აქ ყოფნა, ასევე სიმბოლურია ჩვენი მხრიდან. შეგვიძლია, ჩვენი თვალით ვნახოთ და შევიტყოთ იქიდან, რაც გვიამბეს, რომ ვითარება აქ მართლაც დრამატულია. გვესმის, რომ მოსახლეობას აქვს პრობლემები და ეს მიუღებელია საერთაშორისო სამართლისა და წესებისთვის. ასე რომ, ეს იქნება შესაძლებლობა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, დავბრუნდეთ ჩვენს ქვეყნებში და მოვუყვეთ მათ აქ არსებული მდგომარეობის შესახებ. მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ამ შესაძლებლობისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა პაოლო ალიმ მედიასთან საუბრისას.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ასამბლეის წევრების მიერ ადმინისტრაციული საზღვრის მონახულება მნიშვნელოვანია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რთული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ სწრაფვას.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებისთვის სიტუაციის ადგილზე გაცნობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ჩვენთან ერთად არის ასამბლეის პრეზიდენტი. გვინდა, დავანახოთ ჩვენს პარტნიორებს, თუ რა ძვირი უჯდება საქართველოს თავისი ისტორიული არჩევანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებისკენ სწრაფვა. საპასუხოდ, რუსეთი ყოველდღიურად აძლიერებს წნეხს. პირველადი ოკუპაციის შემდეგ ის აგრძელებს ანექსიას უკვე „გრუ“- სა და „ფსბ“-ს დანაყოფების საშუალებით, უკვე ყოველდღიურად გრძელდება ადამიანებზე თავდასხმა იმ საბაბით, რომ ისინი კვეთენ ე.წ. საზღვარს. ადამიანებს ეკრძალებათ წვდომა წყალთან, ეკლესიასთან, ნათესავებთან, სასაფლაოსთან. ეს არის, პრაქტიკულად, ადამიანის უფლებების დარღვევის პოლიგონი და შესაბამისად, ამიტომ, ასეთ ღონისძიებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, ეს ადამიანები თავისი თვალით რწმუნდებიან თუ რამდენად მყარი ვართ ჩვენს გადაწყვეტილებაში, რომ შევუერთდეთ ევროკავშირსა და ნატოს, მიუხედავად ასეთი მძიმე გამოწვევებისა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა 26 მაისს დაიწყო. ასამბლეა ნატოს არაწევრ ქვეყნებში მეხუთედ ტარდება.
29 მაისს ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა