logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია ნატოში გასაწევრიანებლად
მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია ნატოში გასაწევრიანებლად
13:57 28.05.2017
„ჩვენ შეუპოვარი სიმტკიცით მივყვებით ნატოში ინტეგრაციის გზას, რამაც მოკავშირეებს დაანახა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მოემზადოს გაწევრიანებისთვის. ჩვენ უდრეკად განვაგრძობთ სვლას ამ გზაზე, რათა რეალობად ვაქციოთ ქართველი ხალხის სწრაფვა და საქართველო ალიანსის სრულუფლებიან წევრად ვაქციოთ“ - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მთელი 26 წლის მანძილზე, საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ ისწრაფვის. ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია და მიზანია. ამასთან, ეს სწრაფვა ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია.

თავის გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ძირეულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობის, ღია მმართველობის, მედია პლურალიზმის, ეკონომიკური ზრდისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებითგადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რამაც ავტორიტეტულ მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს პოზიციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განაპირობა, და, მინისტრის თქმით, საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს კიდევ უფრო დაუახლოვა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, გაწევრიანების გზაზე შემდგომი წინსვლისათვის, საქართველო ეფექტიანად იყენებს ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანას ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის. მიხეილ ჯანელიძის თქმით, ეს პაკეტი ნატოს წევრი ქვეყნების აქტიური ჩართულობითა და დახმარებით ხორციელდება, და სწორედ ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგია ისეთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროექტები, როგორიცაა წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მზაობა და უნარი წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ამ კუთხით მან ავღანეთში ნატო-ს ოპერაციებში, ასევე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებშისაქართველოს ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის თქმით, ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებებს ასახავს. საქართველო კი, როგორც ასპირანტი ქვეყანა და სანდო პარტნიორი, მხარს უჭერს ნატოს აქტივობების გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში, რომლის უსაფრთხოებაც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საქართველოს გაწევრიანების პროცესის შემდგომი განვითარება ამ მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი და მკაფიო სიგნალი იქნებოდა იმისა, რომგავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება და სუვერენული სახელმწიფოებისთვის საგარეო პოლიტიკური არჩევნის შეზღუდვა 21-ე საუკუნეში მიუღებელია და ამავე დროს შეუძლებელიც“- - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

თბილისი 26-29 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. 28 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა