logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
23:39 27.05.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარაში) კრისტოფერ კუტერს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ წარმატებით გატარებული რეფორმების და დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესები. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკის შესახებ. განხილულ იქნა ვაჭრობის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ინოვაციების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

საუბარი შეეხო ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი დახმარების პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში. აქვე აღინიშნა ის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში.

კრისტოფერ კუტერმა გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს ყველა ზემოხსენებული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის შესაბამისი სახელშეკრულებო ბაზის ჩამოყალიბების პროცესის დაჩქარების მეშვეობით.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კანადურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და საერთაშორისო მრავალმხრივი ფორმატებისფარგლებში წარმატებული თანამშრომლობისთვის. მიხეილ ჯანელიძემ ასევე გამოხატა მადლიერება კანადის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერისათვის.

საუბრის დასასრულს მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევები. კანადის მხარე მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა